ლევან იოსელიანი შალვა ნათელაშვილზე: რამდენად სწორად მიაჩნია, ხალხის მიერ გადახდილი თანხიდან პარლამენტის წევრობაში აღებული 5 მილიონი დაფინანსება, მაშინ როცა პარლამენტში ერთხელ ფეხი არ შეუდგამს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებს, გიორგი ნიორაძეს და ვიკა ბუკიას მიმართავს. ლევან იოსელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს ტელეკომპანიის ეთერში შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნავს, რომ გადაცემის წამყვანებმა მას დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება მისცეს.

„George Nioradze Vika Bukia ვუყურე თქვენს გუშინდელ ეთერს, სადაც შალიკოს ჩემი და ალეკოს თავი ალანძღინეთ, ბევრი დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება მიეცით. თქვენი „ობიექტური“ დუმილის შემდეგ, მისთვის გულწრფელად გადახდილი მადლობა დამაკლდა მხოლოდ. არადა, მისთვის მხოლოდ ორი კითხვა უნდა დაგესვათ:

1. ვინაიდან ჩვენ, მე და ალეკო სუსის დავალებით პარლამენტში შევედით და შემდგომ სავარაუდოდ სუსის დავალებით მთელი ოპოზიცია შემოგვყვა, უხერხულობას ხომ არ უქმნის ის ფაქტი, რომ თვითონაც იმავეს გაკეთებას აპირებს.

2. რამდენად სწორად მიაჩნია, ხალხის მიერ გადახდილი თანხიდან პარლამენტის წევრობაში აღებული 5 მილიონი დაფინანსება და 176 015 ლარი ხელფასი. მაშინ როცა პარლამენტში ერთხელ ფეხი არ შეუდგამს და არაფერი გაუკეთებია.

მესმის რომ რთულად მოსაფიქრებელი კითხვებია, მაგრამ არც თქვენ ხართ დამწყები ჟურნალისტები. წარმატებები “ობიექტურ” ჟურნალისტიკაში!“, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.