გიორგი ვოლსკი ნიკა მელიაზე: აცხადებდა, რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა. ახლა რასაკვირველია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს, უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად

კატეგორიულად აცხადებდა, იგი, რომ იყოს სააკაშვილის ადგილზე, აუცილებლად ჩამოვიდოდა და ჩაუდგებოდა სათავეში ამ მოძრაობას. რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში. ახლა რასაკვირველია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად, მაგალითად ვიდრე, ნაყოფიაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებებს.

„საერთოდ, „ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ორი ლიდერი, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია – კობა ნაყოფია და ნიკანორ მელია, მაგრამ აერთიანებთ ერთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს არეულობა და რევოლუციური პროცესები პერსპექტივაში არ მოსწონთ. სააკაშვილის შეკვეთა არის მთავარი და „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად იქცა სააკაშვილის ამ ფანტაზიების მძევლად, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება გათავისუფლებული საკნიდან. ეს რეალობაა დღეს შექმნილი ამ პოლიტიკურ პარტიაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებთან ამბობს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.