ხათუნა სამნიძე – ვგეგმავ, მხარი დავუჭირო სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ აპირებს, სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ თავის მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭიროს იმ საგამოძიებო კომისიებს, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტში.

„მე, როგორს „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი, კეთილგანწყობილი ვარ და ვგეგმავ, რომ მხარი დავუჭირო ამ კომისიას, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, უმნიშვნელოვანესია, დავინახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თანამშრომლობა. ეს გამოხატული იქნება, როცა მხარს დაუჭერს იმ საგამოძიებო კომისიებს, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტში და რომელთა კენჭისყრაც არ მოხდა, რადგან არ იყო საკმარისი რაოდენობის ხმები. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უყო პარლამენტში.

ეს ეხება ხუთი-ექვსი ივლისის მოვლენებს და ანტიკორუფციულ კომისიას, რომელიც ასევე დარეგისტრირებულია. ორივე კომისიაზე მხარდაჭერა, პირობა, მზაობა არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ აპირებენ თანამშრომლობას ოპოზიციურ პარტიებთან. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ კომისიის შექმნას. ეს არის თანამშრომლობასთან დაკავშირებული პირობები, შეთანხმება და ამ შეთანხმებაში პრობლემა აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება.