ვლადიმირ ზელენსკი – პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის

პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი გამძლეობის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან გამართული საუბრის ძირითადი თემა სამშვიდობო პროცესი იყო.

„მთლიანობაში, ჩვენ გვქონდა არსებითი და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები. პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი გამძლეობის და თავადცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password