ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 5ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სვირთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა და ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო