„დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ – ივანე ჩხაიძე

„დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის და ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

„აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში იზოლაციის ხანგრძლივობა შემცირდა, ზოგ ქვეყანაში 5 დღემდე ზოგან 7-მდე. დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მეხუთე, მეექვსე დღეს ეს ადამიანი ინფექციის გამავრცელებელი არ არის, მას დაავადების ნიშნები არ აქვს. იმ სპეციალობებში, რომლებიც ქვეყნისათვის კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენენ, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ესენია: სამედიცინო სექტორი და ძალოვანი სტრუქტურები. ამიტომ ამათთვის 5-დღიანი პერიოდი უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, როგორც მინიმალური ვადა იზოლაციის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.