ხელისუფლება ან გამოვიდეს კომუნიკაციაზე ან მოგვიწევს იგივე პროცესების გააქტიურება, რაშიც თვეების წინ ვიყავით – ვარლამ გოლეთიანი

რიონის მცველები აქციებს თავიდან იწყებენ. ,,რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის თქმით ხელისუფლება მათ აიგნორებს.

,,ხელისუფლებამ ესეთი ხანგრძლივი იგნორირების სტრატეგია აირჩია ჩვენთან მიმართებაში, რადგან ეს პროცესი ზოგადად ვაკუუმშია მოქცეული და საზოგადოება ვეღარ გებულობს რა ხდება რიონის ხეობაში. სინამდვილეში ხდება მათი დანაშაულის გადაფარვა, რომელიც ამ საქმეში მიუძღვით. მივეცით ერთკვირიანი ვადა, რომ ან გამოვიდნენ კომუნიკაციაზე და გასცენ კითხვებს პასუხი, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს იგივე პროცესის გააქტიურება, რაშიც თვეების წინ ვიყავით” – განაცხადა გოლეთიანმა.