პაატა მანჯგალაძე: შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მე ჩავთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი შეეშინდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ ნათელაშვილის შეეშინდა.

„მე და ჩვენი პარტია თუ ვამბობთ, რომ საპარლამენტო საქმიანობა მნიშვნელოვანია ზემოქმედებისთვის, ვერაფრით ვიტყვი, რომ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა ცუდია. თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიყავით, ამისკენ მოგვიწოდებდა ცივილიზებული სამყარო, შარლ მიშელი. შალვა ნათელაშვილისთვის ფორმალური მოტივით უფლებამოსილების შეწყვეტა ყველა შემთხვევაში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მე ჩავთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი შეეშინდა“, – აცხადებს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.