კანადა უკრაინას ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის, ასევე გამოუყოფს $393-მილიონიან კრედიტს

კანადა უკრაინას 393 მილიონი აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს და 7.8 მილიონი კანადური დოლარის ღირსებულების ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება კანადის პრემიერმა გააკეთა.

“კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების მხრიან ამ მხარდაჭერის მიზანია გადავაფიქრებინოთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის განხორციელება”, – თქვა პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ.

მისი განცხადებით, რუსეთი უბრალოდ ეძებს საბაბს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად.