საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში 5422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდა.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 24 389,60 ლარს შეადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.