ის, რაც ჩემს მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის – აკრძალეს ექიმის შემოსვლა საკანში – მიხეილ სააკაშვილი

თამთა დემურიშვილი იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან – განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასმართლო პროცესზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი დაკავშირებულია დემურიშვილის მხრიდან, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან. საუბარია გონების დაკარგვის პირველ შემთხვევაზე, როდესაც მე-12 ციხეში რეანიმატოლოგიც იმყოფებოდა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში, 10 დღის წინ აკრძალეს ექიმისა და ექთნის შესვლა საკანში, ხოლო 1 კვირის წინ, გადაწყდა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ, მორიგე ექიმი აღარ მუშაობს.

„ჩემთვის ეს არის არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და შიშით სიკვდილს შორის. მეც მქონდა არჩევანი კომფორტში ცხოვრების, ყველაფერი ეს მივატოვე და აქ ჩამოვედი. ჩვენს ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სოციალურ შემწეობას ითხოვს.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ჩემ მიმართ ხდება, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, ეს არის ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა“,-განაცხადა სააკაშვილმა.