მარიონეტები „გმირებად“ ვერ იქცევიან, ძალიან ბევრი აქვთ „ნაჭამი“ – თაკო ჩარკვიანი გახარიაზე

მეგობრებო და არა მეგობრებო, კარგად დაიმახსოვრეთ, ახალი და უკვე კარგად „ძველი“, შემოგდებული, რუსეთის ფეიკ „მსახური“ გიორგი გახარია!, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი წერს.

„დაიმახსოვრეთ და თან გაიხსენეთ პატრიოტებისთვის თვალების დამთხრელი ბიძინას მიერ პრემიერად დაწინაურებული გახარია, რომელსაც სულ შეეძლო გამხდარიყო ოპოზიციონერი პრემიერი მაშინ, რადგან ის ქვეყნის პირველი პირი -სრულუფლებიანი პრემიერი იყო, ხომ ასეა?! ჰოდა მარიონეტები „გმირებად“ ვერ იქცევიან, ძალიან ბევრი აქვთ „ნაჭამი“, რომ ეს შეძლონ, არ და ვერ გამოსდით ვერ!“, – წერს ჩარკვიანი.