მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისევ შიმშილობა იწყებს. განცხადება მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა

,,მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა არის მეასეხარისხოვანი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.