საქართველო ახლა გაქვს შანსი, შეახსენო მსოფლიოს, რომ პუტინმა 2008 წელს თქვენთანაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი – მეთიუ ბრაიზა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და შექმნილ სიტუაციას 2008 წლის მოვლენებს ადარებს.

“ძვირფასო საქართველო, ახლა არის შენი შანსი შეახსენო მსოფლიოს, რომ პუტინმა ზუსტად ისე დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში, როგორც 2008 წელს საქართველოში შემოჭრის დროს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა”,- წერს მეთიუ ბრაიზა.