ვლადიმირ ზელენსკი – პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველოდებით, მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი

უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მან ასევე მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ეუთო-ს სპეციალური სხდომა.

„ინიცირებულია ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სხდომა. ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერის ნაბიჯებს ველით. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით.

ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ ვყვებით პროვოკაციებს. ჩვენი საზღვრები საიმედოდ დაცულია, ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით, უკრაინას აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. კარგად ვასხვავებთ პროვოკაციებსა და აგრესორის ჯარების შემოტევას. ჩვენს უკან სიმართლეა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ, სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ.

ახლა არ არის ქაოტური ქმედებების არანაირი მიზეზი, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასე იყოს მომავალშიც. ჩვენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგულები ვართ და ვივლით მხოლოდ ამ გზით.

ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ, ამაში დარწმუნებულები ვართ. რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია“,- განაცხადა ზელენსკიმ.