კაცობრიობა მესამე ბირთვული მსოფლიო ომის საფრთხესთან დგას, მოსკოვმა დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენა – შალვა ნათელაშვილი

უკრიანაში მიმდინარე პროცესებს და ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმიანება. ნათელაშვილის თქმით, მოსკოვმა რუსეთის იმპერიის აღდგენა დაიწყო, რაც საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.

,,წუხელ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა აგრესიის და ოკუპაციის მორიგი აქტი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინას. კაცობრიობა დგას რაელურად მესამე ბირთვული მსოფლიო ომის საფრთხესთან. მოსკოვმა დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენა მთელი სიგრძე-სიგანით და შემდეგ რიგშ დგას საქართველო, რასაც პირადად პეზიდენტი პუტინიც აღარ მალავს. მათ არ ეყოთ 20%-ის ოკუპაცია, მათ არ ეყოთ ოლიგარქი ივანიშვილის საკუთარი რეჟიმი თბილისშ და დღეს უკვე საქართველოს საკითხით იქნება მოსკოვი დაკავებული, ხოლო ჩვენი ქვეყანა იალქნებაწყვეტილი გემივით უმისამართოდ დაჰქრის მსოფლიო მრისხანე ოკენეში. საჭიროია, უსწრაფესი ღონისძიებები ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, რისთვისას გარდაუვალია,პირველი, ამერიკასთან ურთიერთ თავდაცვის ხელშეკრულების გაფორმება, მეორე, საქარათველოს ტერიტორიაზე აშშ-ს შეიარაღებული ძალების და სამხედრო ბაზების გახსნა, მესამე აშშ-ს პრეზიდენტისგან სპეციალური წარმოამდგენლის დანიშვნა საქართველოში, მეოთხე – მსოფლიო საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ქართული სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის გადასარჩენად,” – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.