,,ოცნებამ” და რუსეთის პროპაგანდამ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უკრაინის ინტერესებიც დააზიანა – სალომე სამადაშვილი

,,ქართული ოცნების” და რუსეთის პროპაგანდამ, რომ 2008 წლის სამხედრო ინტერვენციაში დამნაშავე იყო მაშინდელი ხელისუფლება, ძალიან დიდ დარტყმა მიაყენა არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის ინტერესებსა”- ამის შესახებ ,,ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ,,ტვ პირველს” განუცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველომ ათეულობით წელი დაკარგა, როცა ქვეყნის ხელისუფლებას შეეძლო უკრაინასთან ერტად დაეცვა ქვეყნის ინტერესები.

„ქართული ოცნების“ და რუსეთის პროპაგანდამ გასული ათი წლის მანძილზე, რომ 2008 წლის სამხედრო ინტერვენციაში დამნაშავე იყო მაშინდელი ხელისუფლება, ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ უკრაინის ინტერესებსაც და ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, სწორედ თავად ვლადიემრ პუტინმა დეზერვუირება გაუკეთა ამ ფაბულას. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, ჩვენ ათწლეული დავკარგეთ „ქართული ოცნების“ დამსახურებით და სამწუხაროდ, დღეს ვართ ბევრად უფრო უკან, ვიდრე შეიძლებოდა ვყოფილიყავით ამ წლების მანძილზე უკრაინასთან ერთად აქტიურად რომ დაგვეცვა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, – თქვა სამადაშვილმა

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.