გერმანიამ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ ლიცენზია შეუჩერდა.

როგორც შოლცმა განაცხადა, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი ვერ წაიწევს წინ. მისი თქმით, ლიცენზია შეჩერებულია.

„უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-თან დაკავშირებით”, – აღნიშნა შოლცმა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.

What is Nord Stream 2 and how does it link to the Russia-Ukraine crisis? |  Euronews