ჯო ბაიდენი – გავეცი ბრძანება, რომ ევროპაში განლაგებული აშშ-ის ძალების დამატებითი ნაწილები გამაგრდეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა გავაძლიეროთ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მიიღო დამატებითი ზომები და ევროპაში განლაგებული ამერიკის ძალების ნაწილები გააძლიერებს ბალტიის ქვეყნებს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს, რუსეთის განცხადებს საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ისინი არ ტოვებენ ბელარუსის ტერიტორიას, ბრძანება გავეცი, რომ ევროპაში განლაგებული ამერიკის ძალების დამატებითი ნაწილები და სამხედრო აღჭურვილობა გამაგრდეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა გავაძლიეროთ ბალტიელი მოკავშირეები – ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა“.

ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ბრძოლის განზრახვა, გვსურს უტყუარი გზავნილის გაკეთება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად დაიცავს ნატო-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.