,,დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე, დაარტყით მას ძლიერად” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, ძლიერი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გამოხატული აგრესიის გამო.

დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას მისი ქვეყანა არასოდეს აღიარებს.

“მსოფლიომ უნდა უპასუხოს მთელი თავისი ეკონომიკური ძალით, რათა დაისაჯოს რუსეთი იმ დანაშაულებისთვის, რაც მან უკვე ჩაიდინა და რომლის ჩადენასაც გეგმავს. დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად. ის, რაც პუტინმა აღიარა არის მისი პირადი პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომზე და არაპროპორცირებულ, გაუმართლებელ ომზე ევროპის სხვა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ. პუტინი ბოლო ქმედებებით თავს ესხმის მსოფლიო წესრიგს”, – თქვა კულებამ.