ანდრეი შევჩენკო – განვლილი 30 წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდით, როგორ ერი! დღეს რთული დროა ყველა ჩვენთაგანისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ

უკრაინის ნაკრებისა და იტალიის „მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ლეგენდამ, ასევე უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე თანამემამულეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„უკრაინა – ჩემი სამშობლოა! ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ხალხით და ჩემი ქვეყნით! ჩვენ ბევრი რთული პერიოდი გადავიტანეთ და განვლილი 30 წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდით, როგორ ერი! ეს არის გულწრფელი, შრომისმოყვარე და თავისუფლებისმოყვარე ერი!

ეს ჩვენი მთავარი მონაპოვარია! დღეს რთული დროა ყველა ჩვენთაგანისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ! ერთობით ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“ – დაწერა სოციალურ ქსელ„ინსტაგრამზე“ ანდრეი შევჩენკომ.