თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines იზმირი-თბილისი-იზმირის მიმართულებით ფრენებს იწყებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი-თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 2022 წლის 22 თებერვალს მიენიჭა.