უკრაინული მედია – ამ დროის მონაცემებით, რუსეთის არმიის 1000-ზე მეტი ჯარისკაცია დაღუპული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 25 თებერვალს რუსულმა არმიამ 1000-ზე  მეტი ჯარისკაცი დაკარგა, რაც  სარეკორდო მაჩვენებელია. ამის შესახებ ცნობას „უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, რუსეთს არცერთ შეიარაღებულ კონფლიქტში არ მიუღია ამდენი მსხვერპლი საომარი მოქმედებების პერიოდში.

თავის მხრივ, უკრაინამ არსებული ინფორმაციით, 140 ჯარისკაცამდე დაკარგა.