,,კარგი საბაბია, რომ სიკვდილით დასჯა აღვადგინოთ” – მედვედევი ევროპის საბჭოდან რუსეთის ​გარიცხვაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვა ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღდგეს.

,,დიდი უსამართლობაა, თუმცა კარგი საბაბია, რომ კარი მივაჯახუნოთ და აღვადგინოთ მთელი რიგი ინსტიტუტებისა, რომლებიც თავიდან აგვარიდებს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებს ქვეყანაში. მაგალითად, სიკვდილით დასჯა”, – დაწერა მედვედევმა Twitter-ზე.

მან ევროპულ და ამერიკულ სანქციებს ,,საოცარი აკრძალვები” უწოდა, რომლებიც ,,არაფერს შეცვლის”.