,,ხელისუფლების პროგრამა ლარიზაციასთან დაკავშირებით არ უშველის ლარს!”

-“დღეს საქართველოში ისეთი ეკონომიკური კრიზისია, როგორიც იყო 90-იან წლებში” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

,,ხელისუფლების პროგრამა ლარიზაციასთან დაკავშირებით არ უშველის ლარს. მე ამას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვუკავშირებ. ხდება ციფრების გაზვიადება, არასწორი მონაცემების გავრცელება .რეალურად ქვეყანა დგას ისეთი ეკეონომიკური კრიზისში, როგორიც იყო 90-იან წლებში. ამაზე ვისაუბრებთ დღეს ფინასთა მინისტრთან”-  განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარის დატოვება