ჯო ბაიდენი – გვაქვს ორი ვარიანტი: დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი ან დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ფასს გადაიხდის

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ კონფლიქტი ევროპასა და ნატოს აახლოებს. ამის შესახებ CNN ავრცელებს ინფორმაციას.

„ის აწარმოებს ეფექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც იმედოვნებდა.

ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს – დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე – დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ბაიდენმა