ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია – ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ზოგიერთი შეთანხმება დაიცვას

საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, ზოგიერთი შეთანხმება დაიცვას, კერძოდ, შეწყვიტოს დარტყმები და თავდასხმები სამოქალაქო საცხოვრებლებზე და დაიცვას ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ითხოვა, რომ ადგილებზე დაცული იყოს შემდეგი: ყველა დარტყმების შეჩერება და თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, მთელი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე, მთავარი გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძოდ გზებზე კიევიდან სამხრეთით. პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა დაიცვას ეს სამი პუნქტი“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკეში.