სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, დღეს საქართველოს ამის რესურსი არ აქვს:

“სანქციებთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომელიც განხილული იყო გუნდში და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ვიზიარებთ ამას. ,ყველა აცნობიერებს იმას, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის. ასეთ დროს, ჩვენ ყველაფრის აწონ-დაწონვა გვმართებს და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი გადაწყვეტილება. საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ დღეს სანქციებზე ისაუბროს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.