არ ვფიქრობთ თუ რამდენ ხანს გავუძლებთ, ჩვენ გაძლებაზე არ ვართ, ეს ერი ბოლომდე იბრძვის, სიცოცხლის ბოლომდე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ არ ფიქრობენ თუ რამდენს ხანს გაძლებენ.

მისი თქმით, უკრაინელი ერი ბოლომდე იბრძოლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ Reuters-სა და CNN-თან ერთობლივ ინტერვიუში ისაუბრა და ეს იყო პასუხი კითხვაზე, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთის აგრესიას.

„არ ვიცით, ამაზე არ ვფიქრობთ, კითხვა ფილოსოფიურია. ეს მნიშვნელოვანი არაა. მთლად სწორიც არაა, ჩვენ გაძლებაზე არ ვართ, ვიბრძვით, ეს ერი კი ბოლომდე იბრძვის, სიცოცხლის ბოლომდე. სულ ესაა. კითხვა – თუ რამდენ ხანს გაძლებს ის ხელმძღვანელობა, ეს კითხვა ჩვენთან არაა,” – განაცხადა ზელენსკიმ.

„უპირველეს ყოვლისა, რატომ ვიმარჯვებთ ან რატომ ვახერხებთ თავდაცვას? რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს სახლში ვართ. ჩვენ ჩვენ ბავშვებს, სახლს ვიცავთ. ჩვენ ამას გულწრფელად ვაკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც ჩვენია, ჩვენი შვილების მომავლისთვის, რომლებიც დღეს ასევე დასაცავები არიან,” – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ის სვამს კითხვას, რას აკეთებენ რუსები უკრაინაში, რომლებსაც არაფერი გაეგებათ უკრაინის სახელმწიფოსი?

„მათ არ იციან ეს ქუჩები, ეს ადამიანები, არ ესმით ჩვენი ფილოსოფია, ჩვენი მისწრაფებები, როგორი ადამიანები ვართ. მათ აქ არაფერი იციან, ისინი უბრალოდ გამოაგზავნეს იმისთვის, რომ მოკლან და მოკვდნენ. იმიტომ ვართ ჩვენ ძლიერები აქ, ჩვენს მიწაზე და ძლიერები ვიქნებით. ისინი არა 2-3-ჯერ მეტი, არამედ 5-10-ჯერ მეტნი არიან, კიდევ ბევრი, მაგრამ ჩვენ ჩვენ მიწაზე როგორც ერი ბევრად უმეტესი ვართ.

მინდა მჯეროდეს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მსოფლიო უკვე ხვდება, რომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის პრეზიდენტის დასმა, სანამ ჯერ კიდევ მზადყოფნაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის. მე ასე ვთვლი და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ დიდხანს გაგრძელდება, ამის არ შემიძლია გითხრათ, რამდენი დრო დასჭირდება. ეს უკვე ფულით აღარ იზომება, სამწუხაროდ იზომება ადამიანებით, ხალხი კი ბევრი არაა,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მას სურს უკრაინის მოსახლეობის დაცვა და შენარჩუნება.