პოლონეთში სამუშაოდ წასული 19 წლის ბიჭი, რომელიც პატარა ასაკში დაობლდა, ახლა უკრაინაში იბრძვის – კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი, ცხრამეტი წლის გიორგი გელაშვილი იბრძვის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რიტა უგულავა წერს.

როგორც იგი აღნიშნავს გიორგი გელაშვილი პატარა ასაკშივე დაობლდა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ბიჭი, ეს არაჩვეულებრივი ბიჭი, ჩემი შვილის კლასელია! ჩემი შვილი ცხრამეტი წლისაა. უნიჭიერესი, უკეთილშობილესი და ვაჟკაცი, მტერსაც რომ შეშურდება ისეთი! ეს წუთია შევიტყვე, რომ უკრაინაშია, ეს წუთია შევიტყვე, რომ იარაღით ხელში, საქართველოს იცავს უკრაინაში!! პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული, იმიტომ რომ ადრე დაობლდა, თავისი ადამიანობა და ღირსება მაშინ გამოაჩინა. ახლა კი ყველაფერი მიატოვა და იქ დადგა, სადაც ყველზე მეტად საჭიროა ვაჟკაცი ადამიანები! ხელის კანკალით მივწერე, წერილი და მოვიკითხე, გულის ფანცქალით ველოდი პასუხს! აქაც იმავეს გავიმეორებ, რაც მას მივწერე: გიო შვილო, გამიკვირდა-მეთქი, რომ გითხრა, შენი ეს ნაბიჯი მოგატყუებ.

შენ ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. დიდად მორწმუნე ვარ მეთქი რომ გითხრა, არა. მაგრამ, ჩემს ბიჭებს გეფიცები ყოველდღე ვილოცებ შენთვის, ყოველდღე დავანთებ სანთელს, შენთვის და იმ ვაჟკაცების თვის იქ იბრძვით!!! თავდადება და ვაჟკაცობაა რჩეულთა ხვედრი.

შენ რჩეული ხარ, თქვენ ყველანი ჩვენი გმირები ხართ! მშვიდობას გისურვებ შვილო ,ჯანმრთელი და უვნებელი დაგვიბრუნდი სამშობლოში აუცილებლად! მე გელოდები, ჩემი ოჯახი გელოდება, მთელი ქვეყანა დაგელოდება!!!!!თავს გაუფრთხილდი! გვიყვარხარ ძალიან“, – წერს რიტა უგულავა.