დავით არახამია და მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასაწყებად გაფრინდნენ

წარმოშობით ქართველი დავით არახამია და მიხაილ პოდოლიაკი   პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველი რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გასამართად გაფრინდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითიხ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა იქნება.

აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტო მასალას თავად პოდოლიაკი აქვეყნებს.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ბელარუსის, ბრესტის ოლქში, პოლონეთის საზღვართან ახლოს გაიმართება.

შეგახსენევბთ, უკრაინა-რუსეთის დელაგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ბელარუსის და  უკრაინის საზღვართან რამდენიმე დღის წინ გაიმართა.