უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება – ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე განაცხადა.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება.