გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ჩვენ ვერ გადავიხდით ნავთობის საფასურს უკრაინელების სისხლით

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დააწესონ ემბარგო რუსეთის ენერგო გაყიდვებზე.

„ენერგეტიკული წყაროებით, რომლის იმპორტსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფინანსდება რუსეთის სამხედრო ოპერაციები. ჩვენ ვერ გადავიხდით ბუნებრივი აირის და ნავთობის საფასურს უკრაინის სისხლით“, – განაცხადა ლანდსბერგისმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე.