დმიტრო კულება – პირველი სიტყვები, რითაც სერგეი ლავროვს მივმართავ ძალიან მარტივი იქნება : ,,ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის თანაორგანიზატორთან”

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაადასტურა, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

,,ჯერჯერობით 10-შია დაგეგმილი. ვნახოთ, ჩავა თუ არა ანტალიაში, მაშინ მეც ჩავფრინდები, დავსხდეთ და ვისაუბროთ”, – აღნიშნა კულებამ.

„პირველი სიტყვები, რომლითაც ბატონ ლავროვს მივმართავ, ძალიან მარტივი იქნება. ვეტყვი: „ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანაორგანიზატორთან. ამ მოლაპარაკებებში თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ან თუნდაც სცადოთ ამ დანაშაულის შეჩერება, ასე რომ მოდით, სერიოზულად ისაუბრეთ.” თუ ის სერიოზული საუბრის ხასიათზე იქნება, მაშინ ჩვენ, როგორც დიპლომატს დიპლომატთან, სერიოზული საუბარი გვექნება. თუ ის დაიწყებს ძალიან აბსურდული პროპაგანდის გამეორებას, ჩემგან გაიგებს იმ მკაცრ სიმართლეს, რომელსაც იმსახურებს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.