თუ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, პუტინი არ გაჩერდება და დაუპირისპირდება ბალტიისპირეთის ქვეყნებს – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, გააძლიერებს სამხედრო ამბიციებს და დაუპირისპირდება ნატოს ბალტიის ზღვის ქვეყნებს, თუ ის არ უკრაინაში არ გააჩერეს – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეპყრას რუსეთის საფრთხეს.

,,თუ ჩვენ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, პუტინი არ გაჩერდება. ცხადია, ის ახლა რაღაც აგრესიულ საომარ განწყობაზეა და სამწუხაროდ, სავარაუდოა, რომ ეს აგრესია სხვა ქვეყნებზეც გაგრძელდება”, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, გაკვეთილი, რომელიც ადრე უნდა გვესწავლა არის ის, რომ – “აგრესორის დამშვიდება არ მუშაობს და აგრესორი აუცილებლად უნდა შეჩერდეს”.