„ძალიან ტრივიალური კანონი არსებობს, პირველ კლასში სწავლობენ…“

”კაბელების საქმეზე” დაკავებულების ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინიციატივით, დუშეთში მარგველაშვილსა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების ნინო გოგუაძისა და შალვა შავგულიძის არაოფიციალური შეხვდა გაიმართა.

პრეზიდენტის და ალასანიას გუნდის წევრების შეხვედრას სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლოზ მეტრეველი.

-„ერთი ძალიან ტრივიალური კანონი არსებობს, პირველ კლასში სწავლობენ : შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არასდროს იცვლება“

  შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დუშეთში გამართულ შეხვედრაზე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

 შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ”ქრონიკამ” გაავრცელა.

კომენტარის დატოვება