გურჯაანის სოფელ კარდენახში 32 წლის კაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 35 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შელაპარაკება გვიან ღამით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მოკლულ ვალერი სიბაშვილს დაზიანებები გულ-მკერდის, თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ცნობით კაცს გურჯაანში მცხოვრებმა პირებმა ავტომობილით გადაუარეს. დაშავებული გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.