მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხამთ საწვავს ,,ლუკოილში”, ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩაასხან საწვავი ,,ლუკოილში”. მისი განცხადებით, ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ,,ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს”.

“მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხამთ საწვავს ,,ლუკოილში”. ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ. ,,ლუკოილში” შეუძლია ჩაასხას ,,ალტ-ინფოს” და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ,,ლუკოილი” რუსული ნავთობმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი კომპანიაა.