სოხუმში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

30 ნოემბერს პარტია “ამცახარას” ყრილობის მონაწილეეებმა დეფაქტო პრეზიდენტს თანამდებობის დასატოვებლად 15 დეკემბერამდე მისცეს ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაანონსეს.

სოხუმის ცენტრში ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. დემონსტრანტები დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანზე არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ რაულ ხაჯიმბას გადადგომამდე არ დაიშლებიან.

საპროტესტო გამოსვლა ოპოზიციური მოძრაობა “ამცახარას” მიერაა ორგანიზებული. დემონსტრანტები ე.წ. მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

კომენტარის დატოვება