კიევის ერთ-ერთ რაიონში 9-სართულიან შენობას ჭურვი ესროლეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი

კიევის ერთ-ერთ რაიონში, ობოლონში 9-სართულიან სახლს ჭურვი ესროლეს. შენობის ნაწილი ჩამოინგრა, იერიშმა ხანძარი გამოიწვია, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

სამაშველო სამსახურის ცნობით, 4 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ადგილზე სამუშოები ამ დრომდე გრძელდება.

სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა ჟიტომირის რაიონიც, სადაც ადმინისტრაციულ შენობებზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი და განადგურდა 7 ნაგებობა.