„გთხოვთ, გახდით მშვიდობის ინიციატორი, თქვენ ეს შეგიძლიათ და ვიამაყებთ თქვენით!“

მხოლოდ სიტყვები ვერ აჩერებს სიცოცხლის მტრებს, უნდა იმოქმედოთ, თქვენ ეს შეგიძლიათ ! 

 ირაკლი ღლონტი ახალი ინიციატივით გამოდის და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს:

    -„ბატონო პრეზიდენტო!

ბევრი ვიფიქრე და ახლა გამთენიისას ეს ინიციატივა მომაფიქრდა, გთხოვთ დაუკავშირდით კოლეგებს და რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიო პრესის თანხლებით ჩაბრძანდით ამ ჯოჯოხეთად ქცეულ ალეპოში. გადაარჩინეთ ბავშვები… გთხოვთ, გახდით მშვიდობის ინიციატორი, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ უზარმაზარი ბოროტება !

ერთადერთი რაც მოვიფიქრე ეს არის… მგონი შესაძლებელია… რთულია, თუმცა მე მივმართავ ლიდერს და სირთულეების დაძლევის მოლოდინიც ლიდერებისგან მაქვს. ყველა, ყველა ვიქნებით თქვენს გვერდით, ყველა ვიამაყებთ თქვენით… მეც წამოგყვებით, თქვენთან ერთად ვიქნები … მხოლოდ სიტყვები ვერ აჩერებს სიცოცხლის მტრებს, უნდა იმოქმედოთ, თქვენ ეს შეგიძლიათ !

კომენტარის დატოვება