რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 117 უკრაინელი ბავშვი მოკლეს – უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 117 ბავშვი დაიღუპა და 155-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2022 წლის 22 მარტის დილის მდგომარეობით 117 ბავშვი დაიღუპა და 155-ზე მეტი დაშავდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევში – 58, ხარკოვში – 40, ჩერნიგოვში – 31, დონეცკში – 30, მიკოლაევში – 24, კიევში – 16, ჟიტომირში – 15, ხერსონში – 15 და სუმის – 14 ოლქებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ 2022 წლის 21 მარტს ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ბავშვების საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გუხსენს. ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 548 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 72 მთლიანად განადგურდა.