რუსი ჯარისკაცი უკრაინულ მხარეს ტანკთან ერთად ჩაბარდა

რუსი ჯარისკაცი უკრაინულ მხარეს ტანკთან ერთად ჩაბარდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდუსიევმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინის სტარტკომი ავრცელებს.

მინისტრის მრჩეველის თქმით, ჩაბარებული ჯარისკაცი მიიღებს 10 000 დოლარს და უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.

,,ეროვნულ პოლიციაში რეგულარულად იდენტიფიცირება ტელეფონები, რომლებსაც იყენებენ რუსები. მათ ჩვენ რეგულარულად ვუგზავნით sms-ს, თუ როგორ უნდა ჩაბარდნენ და ჩააბარონ აღჭურვილობა. რამდენიმე დღის წინ “მიშამ” დაგვირეკა. აღმოჩნდა, რომ ის მარტო დარჩა,  ტანკის ეკიპაჟის დანარჩენები წევრები სახლში გაიქცნენ. ის კი ვერ დაბრუნდა, სახლში. მიშამ თქვა, რომ საკვები აღარ დარჩა, სამხედრო მართვა ქაოტურია და პრაქტიკულად ვეღარ ფუნქციონირებს.

რუსი იცხოვრებს კომფორტულად ტელევიზორით, ტელეფონით, სამზარეულოთი და შხაპით. ის ასევე მიიღებს 10 ათას დოლარს და მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას ომის დამთავრების შემდეგ” – აღნიშნავს მინისტრის მრჩეველი.