ერაყში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ ქვეყანაში ბაღდადის ტრაგედიასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

პრემიერმა განაცხადა, რომ „ერაყი გლოვობს დაღუპულებს“ და ხაზი გაუსვა „შურისძიების“ აუცილებლობას დამნაშავის წინააღმდეგ.

კარადის რაიონში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 167 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარის დატოვება