ავსტრალიამ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მის ცოლ-შვილს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მის ცოლ-შვილს სანქციები დაუწესა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავსტრალიის მთავრობამ სანქციები დაუწესა კიდევ 22 რუს პროპაგანდისტსა და დეზინფორმატორს, მათ შორის Russia Today-ის, Strategic Culture Foundation-ის, InfoRos-ისა და NewsFront-ის უფროსი რედაქტორებს, ასევე ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახს.

„სანქციების მიზანია, უზრუნველყოს, რომ რუსეთმა და მათ, ვინც მხარს უჭერს მის უკანონო, არაპროვოცირებულ შეჭრას დემოკრატიული მეზობლის ტერიტორიაზე, გადაიხადონ მაღალი ფასი,“- აღნიშნულია განცხადებაში.