აშშ EU-ს დამატებით 15 მლრდ კუბურ მეტრ თხევად გაზს მიაწვდის

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ თხევადი გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც ევროპის რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულება შემცირდება.

შეთანხმების თანახმად, შტატები გარანტიას იღებს, რომ ევროკავშირს წლის ბოლომდე დამატებით მიაწვდის, სულ მცირე, 15 მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს. შეთანხმება მხარეებმა 25 მარტს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტისას გამოაცხადეს.

რუსეთი ამჟამად ევროკავშირის გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხად, რუსული გაზის გამოყენებას შეამცირებს.