მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად, სავარაუდოდ 300 ადამიანი დაიღუპა – მარიუპოლის საკრებულო

დაბომბვის შედეგად მარიუპოლის დრამატულ თეატრში შესაძლოა 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული – ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველების თქმით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად” – ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ , 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობას, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.