დონბასში ოკუპანტების 9 თავდასხმა მოვიგერიეთ, ლიკვიდირებულია 170-მდე რუსი ჯარისკაცი, განადგურებულია ტექნიკა – უკრაინის სტრატკომი

უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსი აგრესორების ცხრა შეტევა მოიგერიეს და ოკუპანტების ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს:

,,25 მარტს, მოკავშირეთა ჯარებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 9 თავდასხმა დონბასში.
უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს:

  • 170-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე;
  • 17 ერთეული ჯავშანმანქანა;
  • 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;
  • 8 ტანკი;
  • 3 თვითმფრინავი;
  • სამი დრონი”, – ნათქვამია უკრაინის სტრატკომის ინფორმაციაში.