4 ივლისი-ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 240-ჯერ აღნიშნავს.  

ამერიკელებისათვის „4 ივლისი“, შობის შემდეგ ყველაზე საყვარელი და ძვირფასი დღესასწაული. 1776 წლის ამ დღეს, მეორე კონტინენტურმა კონგრესმა, დამოუკიდებლობის დეკლარაციით, მსოფლიო დემოკრატიის მომავალი ბურჯი, დიდი ბრიტანეთის ბატონობისაგან გათავისუფლებულად გამოაცხადა და ჩრდილოეთ ამერიკის 13 ყოფილი კოლონიისაგან, ახალი სახელმწიფო, შეერთებული შტატები დაიბადა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ძირითადი ავტორი თომას ჯეფერსონია, დეკლარაციაზე ასევე მუშაობდნენ ჯონ ადამსი და ბენჯამენ ფრანკლინი, ისტორიის გამორჩეული ფიგურები, რომლებიც, ზოგადად, თავისუფლების სიმბოლოდ იქცნენ, და არა მხოლოდ ამერიკელებისათვის.

1776 წლის 6 ივლისს, დეკლარაციის ტექსტი პირველად გამოქვეყნდა გაზეთში. 8 ივლისს, კი ის ასევე პირველად იქნა წაკითხული ფილადელფიის ცენტრალურ მოედანზე.

კომენტარის დატოვება