ჯო ბაიდენი – ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა უნდა შევიტანოთ წვლილი უკრაინასთან მიმართებაში და 100 ათასს ადამიანს საზღვარი გავუხსნათ

ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა უნდა შევიტანოთ წვლილი უკრაინასთან მიმართებაში და 100 ათასს ადამიანს საზღვარი გავუხსნათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთი თავის თავზე იღებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც არამხოლოდ პოლონეთის, არამედ მთლიანად ნატო-ს პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

„ჩვენ ვიაზრებთ, რომ პოლონეთი თავის თავზე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას იღებს, რომელიც ჩემი აზრით, არამხოლოდ პოლონეთის, არამედ მთლიანად ნატო-ს პასუხისმგებლობა უნდა იყოს. გვესმის ის ფაქტი, რომ ამდენი უკრაინელი ეძებს თავშესაფარს პოლონეთში, რადგან ჩვენს სამხრეთ საზღვარზე დღეში ათასობით ადამიანი გვყავს, რომლებიც შეერთებულ შტატებში შესვლას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა უნდა შევიტანოთ წვლილი უკრაინასთან მიმართებაში და 100 ათასს ადამიანს საზღვარი გავუხსნათ“, – განაცხადა ბაიდენმა.